საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 3.3 პუნქტის თანახმად ამკრძალავი ნიშანი 3.3 "მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია" კრძალავს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, ხოლო იმავე თავის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად საგზაო ნიშნის 3.3 "მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია" მოქმედაბა არვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ან/და ემსახურება, ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ, ან მომუშავე პირს და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე. მოცემულ სიტუაციაში მოტოციკლისტს შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა პირდაპირ, თუ ის ცხოვრობს ნიშნის მოქმედაბის ზონაში.