საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 7.4.1-7.4.8 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 7.4.1-7.4.8 "სატრანსპორტო საშუალებების სახეობა" მიუთითებს სატრანსპორტო საშუალებების სახეობას, რომელზეც ვრცელდება ნიშნის მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში საგზაო ნიშნის 4.1.2 "მოძრაობა მარჯვნივ" ქვეშ დაყენებული დამატებითი ინფორმაციის დაფა 7.4.3 გვაძლევს ინფორმაციას, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მსუბუქ ავტომობილებზე და სატვირთო ავტომობილებზე, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არაღემატება 3,5 ტონას.