საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-12 პუნქტის თანახმად, მარეგულირებელი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ მოთხოვნას გადასცემს ხმამაღლა – მოლაპარაკე მოწყობილობის, ან სატრანსპორტო საშუალებისაკენ მიმართული ჟესტიკულაციით. ამ შემთხვევაში მძღოლი ჩერდება მითითებულ ადგილზე.