საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 29-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მოძრაობა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არაღემატება 3,5 ტონას, ავტომაგისტრალზე - არა უმეტეს 110 კმ/სთ, სხვა გზებზე - არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით, მაგრამ იმავე კანონის 22-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად ჩართული ლურჯი ფერის შუქურით მდგომ სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას მძღოლი ანელებს სიჩქარეს, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ჰქონდეს ტრანსპორტის დაუყოვნებლივ გაჩერების შესაძლებლობა. მოცემულ სიტუაციაში 3.5 ტონა ნებადართული მასის მქონე სატვირთო ავტომობილის მძღოლმა უნდა იმოძრაოს სიჩქარით, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში მისცემს ავტომობილის დაიყოვნებლივ გაჩერების შესაძლებლობას.