საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-4 პუნქტის თანახმად მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად ზოლიდან ზოლში გადასვლისას მძღოლი გზას უთმობს თანხვედრსატრანსპორტო საშუალებას. ერთი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა ზოლიდან ზოლში ერთდროულად გადასვლისას მძღოლი გზას უთმობს მარჯვნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალებას. მოცემულ სიტუაციაში გზის შევიწროებულ უბანს სატრანსპორტო საშუალებები გაივლიან შემდეგი თანმიმდევრობით: მსუბუქი ავტომობილი, მოტოციკლი, მიკროავტობუსი ე. ი. ყველაზე ბოლოს გაივლის მიკროავტობუსის მძღოლი.