საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის დროს მარცხნივ მოხვევისას, ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ, ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.მოცემულ სიტუაციაში გზა უნდა დაუთმოს ავტომობილის მძღოლმა.