საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-10 პუნქტის "აა" ქვეპუნქტის თანახმად, როდესაც მარეგულირებელს ხელები განზეა გაშვერილი ან ჩამოშვებული მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს - პირდაპირდა მარჯვნივ, ქვეითს უფლება აქვს გადავიდეს სავალ ნაწილზე. მოცემულ სიტუაციაში მეორე ტრამვაის მძღოლს უფლება ეძლევა იმოძრაოს მხოლოდ პირდაპირ.