![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 3.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.2 "მოძრაობა აკრძალულია” კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას. 3.2 ნიშნის მოქმედება არვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე და სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ან/და ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე. აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მართავს პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდი, ან ინვალიდის გადამყვან სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე. ამავე თავის 7.3.2 პუნქტის თანახმად დამატებითი საიფორმაციო ნიშანი 7.3.2 "მოქმედების მიმართულებები”. მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას ან მოძრაობის მიმართულებას უშუალოდ გზასთან არსებული აღნიშნული ობიექტისაკენ. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშანი 3.2 "მოძრაობა აკრძალულია” დამატებითი საიფორმაციო ნიშანთან 7.3.2 "მოქმედების მიმართულებები” ერთად მიგვითითებს, რომ გზაჯვარედინზე მოძრაობა აკრძალულია მარჯვნივ და მარცხნივ. მოძრაობის გაგრძელება ამ შემთხვევაში შეგიძლიათ პირდაპირდა უკუმიმართულებით.