საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის, საქართველოს მინისტრთა
კაბინეტის 1994 წლის დადგენილებით დამტკიცებული "სატრანსპორტო საშუალებათა
საექცპლუატაციოდ დაშვებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების
უზრუნველყოფისათვის თანამდებობის პირთა ვალდებულებების ძირითადი
დებულებანი"-ის 2-ე პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო
საშუალებებზე და მისაბმელებზე განკუთვნილ ადგილებზე უნდა გაუკეთდეს
შესაბამისი ნიმუშის სარეგისტრაციო ნიშნები, ხოლო ავტომობილებზე, ამის
გარდა, საქარე მინის მარჯვენა ქვედა კუთხეში განლაგდება სახელმწიფო
ტექნიკური დათვალიერების ჩატარების დამადასტურებელი ტალონი.