საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის დროს მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებისთვისაა განკუთვნილი. იმავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თუ თავისი გაბარიტის ან სხვა მიზეზთა გამო, სატრანსპორტო საშუალება ვერასრულებს მოხვევას ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასაშვებია ამ წესებიდან გადახვევა, თუ უზრუნველყოფილი იქნება მოძრაობის უსაფრთხოება და დაბრკოლება არშეექმნება სხვა სატრანსპორტო საშუალებებს. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს დროულად უნდა დაეკავებინა მარცხენა ზოლი და იქიდან მოეხდინა მობრუნება, რის შესრულებაც გაბარიტებიდან გამომდინარე მას შეეძლო. ისრით ნაჩვენები მანევრის შესრულება მძღოლს არშეუძლია.