![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 33-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად გასწრება აკრძალულია რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით და არარეგულირებულ გზაჯვარედინზე იმ გზაზე მოძრაობისას, რომელიც არარის მთავარი (გარდა გზაჯნარედინისა სადაც წრიული მოძრაობაა, აგრეთვე იმ ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებისა, რომელსაც არა აქვს გვერდითი მისაბმელი, ან ნებადართული მარჯვნივ მოხვევის შემთხვევებისა). ამავე თავის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტის თანახმად თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ტრამვაის მძღოლები. ასეთ გზაჯვარედინზე ტრამვაის უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა. მოცემულ სიტუაციაში ვალდებული ხართ გზა დაუთმოთ გზაჯვარედინზე თანაბარმნიშვნელოვან გზაზე მარჯვნიდან მოახლოებულ მსუბუქ ავტომობილს, ამიტომ მოტოციკლის გასწრების უფლება არა გაქვთ .