საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) 5-ე თავის 21-ე მუხლის 9-ე პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც გადააქვს საშიში ტვირთი წინა და უკანა მხარეს მაგრდება საცნობი ნიშანი `საშიში ტვირთი” – 690X300 მმ ზომის სწორკუთხედი, რომლის მარჯვენა ნაწილის სიგანეა 400X300 მმ და შეღებილია ნარინჯისფრად, ხოლო მარცხენა ნაწილი თეთრად, გარშემო შავი ფერის არშიით (სიგანე 15 მმ).