საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-7 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის რეგულირებისათვის სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება, გამოიყენება რევერსული შუქნიშნები, წითელი ფერის X ნიშნის სიგნალითა და ქვემოთ მიმართული მწვანე ისრით. ეს სიგნალები შესაბამისად კრძალავს ან ნებას რთავს იმ ზოლზე მოძრაობას, რომლის ზემოთაც ისინია განლაგებული. რევერსული შუქნიშნის ძირითად სიგნალებს შეიძლება დაემატოს დიაგონალურად ქვემოთ – მარჯვნივ ან მარცხნივ დახრილისრიანი ყვითელი სიგნალი, რომლის ჩართვა იძლევა ინფორმაციას სიგნალის შემდგომი შეცვლისა და ისრით მითითებულ ზოლზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ. მოცემულ სიტუაციაში რევერსულ შუქნიშანში ერთდროულად ჩართულია წითელი და ყვითელი სიგნალები, რაც გვაძლევს ინფორმაციას, რომ მალე ჩაირთვება მწვანე - მოძრაობის ნებადამრთველი სიგნალი და მძღოლს უფლება აქვს გზაჯვარედინის შემდეგ რევერსიული მოძრაობის ზოლზე შესვლის.