საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-10 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, როდესაც მარეგულირებელის მარჯვენა ხელი წინ არის გაშვერილი სიგნალებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა; ბ.ა) მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს მარცხნივ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს - ყველა მიმართულებით; ბ.ბ) მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ; ბ.გ) მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია; ბ.დ) ქვეითს უფლება აქვს გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგულირებლის ზურგს უკან.მოცემულ სიტუაციაში მოძრაობა აკრძალული აქვს მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მყოფ წითელ და შავ ავტომობილებს.