საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-13 პუნქტის, "ა" და "გ" ქვეპუნქტების თანახმად, მობრუნება აკრძალულია: ა) ქვეითთა გადასასვლელზე; გ) ხიდებზე, გზაგამტარებზე, ესტაკადებზე და მათ ქვეშ. იმავე თავის 35-ე მუხლის, პირველი პუნქტის, "დ" ქვეპუნქტის თანახმად, ატომაგისტრალზე აკრძალულია, მობრუნება და შესვლა გამყოფი ზოლის ტექნოლოგიურწყვეტილებში. ჩამოთვლილიდან მობრუნება ნებადართულია გზაჯვარედინზე.