საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, პირველი პუნქტის "ა" და "ბ” ქვეპუნქტების თანახმად გასწრების დაწყებამდე მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ: ა) მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებს გასვლას, თავისუფალია გასწრებისთვის საკმაო მანძილზე და ამ მანევრით ის დაბრკოლებას არშეუქმნის საპირისპიროდ და ამ ზოლზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს; ბ) ამავე ზოლზე უკან მომავალმა სატრანსპორტო საშუალებამ არმისცა გასწრების, მარცხნივ მოხვევის (გადაჯგუფების) სიგნალი. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს არა აქვს გასწრების დაწყების უფლება, რადგან ამავე ზოლზე უკან მომავალმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ჩართო სიგნალი და დაიწყო გასწრება.