საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 3.27 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.27 "გაჩერება აკრძალულია” კრძალავს სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას და დოგმას. ხოლო ამავე თავის 7.5.1 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი 7.5.1 "შაბათი, კვირა და სადღესასწაულო დღეები” მიუთითებს კვირის დღეებს, რომელთა განმავლობაში ვრცელდება ნიშნის მოქმედება. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშნები 3.27 "გაჩერება აკრძალულია” და 7.5.1 "შაბათი, კვირა და სადღესასწაულო დღეები” მძღოლს აწვდიან ინფორმაციას, რომ გაჩერება აკრძალულია შაბათს, კვირას და სადღესასწაულო დღეებში”