საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, აკრძალულია გასვლა გზაჯვარედიზე, ან სავალი ნაწილების გადაკვეთაზე იმ შემთხვევაში, თუ მათ წინ ჩახერგილია ტრასპორტი და მძღოლი იძულებულია გაჩერდეს, რაც დაბრკოლებას უქმნის სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობას განივი მიმართულებით. მოცემულ სიტუაციაში, ავტობუსის მძღოლს არშეუძლია იმოძრაოს პირდაპირი მიმართულებით.