საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-8 პუნქტის თანახმად, ტრამვაისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე, აგრეთვე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის რეგულირებისათვის გამოიყენება შუქნიშნები ერთი და იმავე ფერის სიგნალიზაციით, T ნიშნის მსგავსად განლაგებული მოყვითალო ფერის ოთხი მრგვალი სიგნალით. მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი ან რამდენიმე ზედა სიგნალი, რომელთა შორის მარცხენა - მარცსნივ, საშუალო - პირდაპირ, მარჯვენა კი მარჯვნოვ მოძრაობის უფლებას იძლევა. თუ მხოლოდ სამი ზედა სიგნალია ჩართული, მოძრაობა აკრძალულია. მოცემული შუქნიშანი არეგულირებს ტრამვაის და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას.