საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 4.1.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.1.1 "მოძრაობა პირდაპირ” მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ ნიშანზე ისრით მითითებული მიმართულებით და ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დგას სათანადო ნიშანი. 4.1.1 ნიშნის მოქმედება, რომელიც გზის მონაკვეთის დასაწყისში დგას, ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე. ნიშანი არკრძალავს მარჯვნივ მოხვევას ეზოში და გზასთან მიმდებარე სხვა ტერიტორიებზე შესასვლელად. იმავე თავის ბოლო აბზაცის თანახმად, თუ დროებითი (გადასატანი სადგარი) და სტაციონალური საგზაო ნიშნები ურთიეთსაპირისპიროა, მძღოლი ხელმძღვანელობს დროებითი ნიშნებით. მოცემულ სიტუაციაში გადასატან სადგარზე დაყენებული დროებითი საგზაო ნიშანი 4.1.1 მძღოლებს ავალდებულებს იმოძრაონ მხოლოდ პირდაპირდა გზაჯვარედინზე მოხვევისას ორივე მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.