საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად საგზაო ნიშნები: - 3.18.1 "მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია” კრძალავს მარჯვნივ მოხვევას. - 3.18.2 "მარცხნივ მოხვევა აკრძალულია” კრძალავს მარცხნივ მოხვევას. – 3.19 "მობრუნება აკრძალულია” კრძალავს მობრუნებას. მოცემული საგზაო ნიშნებიდან მობრუნებას კრძალავს საგზაო ნიშანი 3.19 "მობრუნება აკრძალულია”.