საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-16 პუნქტის თანახმად მძღოლები და ქვეითები ასრულებენ მარეგულირებლის სიგნალების და განკარგულებების მოთხოვნებს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან შუქნიშნის სიგნალებს, საგზაო ნიშნების და მონიშვნების მოთხოვნებს.