საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-10 პუნქტის თანახმად, თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არარის, მძღოლი გზას უთმობს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას მარჯვნიდან უახლოვდება. იმავე თავის 32-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტის თანახმად, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ტრამვაის მძღოლები. ასეთ გზაჯვარედინზე ტრამვაის უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა. მოცემულ სიტუაციაში, გზაჯვარედინზე ორგანიზებულია წრიული მოძრაობა თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთით, სადაც ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. და თქვენ ვალდებული ხართ გზა დაუთმოთ სატვირთო ავტომობილს.