საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 2.4 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 2.4 "დაუთმე გზა" ავალდებულებს მძღოლს გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. მოცემულ სიტუაციაში გზაჯვარედინის წინ, სადაც ორგანიზებულია წრიული მოძრაობა დაყენებულია საგზაო ნიშანი 2.4 "დაუთმე გზა", რომელიც გავალდებულებთ გზაჯვარედინზე შესვლის წინ გზა დაუთმოთ ორივე სატრანსპორტო საშუალებას.