საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასავლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული. ამავე კანონის საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის მე-2 თავის "საგზაო მონიშვნები", 1.1 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.1 (თეთრი უწყვეტი ხაზი) ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და გზის სახიფათო მონაკვეთზე აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს; აღნიშნავს სავალი ნაწილის საზღვრებს, რომელზედაც შესვლა აკრძალულია; აღნიშნავს სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილის საზღვრებს და იმ გზის სავალი ნაწილის ნაპირებს, რომლებიც მოძრაობის პირობებით არგანეკუთვნება ავტომაგისტრალს და ამავე თავის გავმარტების თანახმად, 1.1 და 1.3 ხაზების გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.1 და 1.2 ხაზების გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად. მოცემულ სიტუაციაში, შუქნიშნის დამატებითი სექცია მარჯვნივ მოხვევის უფლებას იძლევა, მაგრამ ამისათვის მძღოლი ვალდებული იყო წინასწარგადაწყობილიყო მარჯვენა ზოლში, ხოლო მარცხენა ზოლიდან მას მარჯვნივ მოხვევის უფლება არა აქვს.