საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, არათანაბარმნიშვნელოვან გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად. მოცემულ სიტუაციაში გზაჯვარედინის წინ დადგმულია საგზაო ნიშნები 7.13 "მთავარი გზის მიმართულება" და 2.4 "დაუთმე გზა", რომლებიც გაძლევენ ინფორმაციას, რომ თქვენ იმყოფებით მეორეხარისხოვან გზაზე და გზაჯვარედინის გავლისას ვალდებული ხართ გზა დაუთმოთ მთავარგზაზე მოძრავ ორივე სატრანსპორტო საშუალებას.