საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-16 პუნქტის თანახმად მძღოლები და ქვეითები ასრულებენ მარეგულირებლის სიგნალების და განკარგულებების მოთხოვნებს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან შუქნიშნის სიგნალებს, საგზაო ნიშნების და მონიშვნების მოთხოვნებს. ხოლო ამავე მუხლის, მე-10 პუნქტის, "ბა” ქვეპუნქტის თანახმად მარეგულირებელის მარჯვენა ხელი წინ არის გაშვერილი მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს მარცხნივ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს - ყველა მიმართულებით. მოცემულ სიტუაციაში, მარეგულირებლის ამ სიგნალზე მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს ორივე მძღოლს.