საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-16 პუნქტის თანახმად მძღოლები და ქვეითები ასრულებენ მარეგულირებლის სიგნალების და განკარგულებების მოთხოვნებს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან შუქნიშნის სიგნალებს, საგზაო ნიშნების და მონიშვნების მოთხოვნებს. ხოლო ამავე მუხლის, მე-10 პუნქტის, "გ” ქვეპუნქტის თანახმად მარეგულირებელის ხელი ზემოთ არის აწეული ყველა სატრანსპორტო საშუალებისა და ქვეითის მოძრაობა ნებისმიერი მიმართულებით აკრძალულია, ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა. მოცემულ სიტუაციაში, მარეგულირებლის ამ სიგნალზე უნდა გაჩერდეთ "სდექ” ხაზთან.