საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად მოცემული საგზაო ნიშნები: - 4.1.1 "მოძრაობა პირდაპირ" იძლევა მოძრაობის ნებას მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებებით. ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების ნებასაც იძლევა. - 2.1 "მთავარი გზა" მძღოლს აწვდის ინფორმაციას, რომ ის იმყოფება გზაზე, რომელზეც ენიჭება მოუწესრიგებელი გზაჯვარედინის უპირატესი გავლის უფლება. -2.7 "უპირატესობა საპირისპირო მოძრაობასთან" გვაძლევს ინფორმაციას, რომ წინ არის გზის ვიწრო მონაკვეთი, რომელზე მოძრაობისას მძღოლს ენიჭება უპირატესობა შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით. - 5.11.1 "მობრუნების ადგილი" გვაჩვენებს ადგილს, სადაც ნებადართულია მობრუნება, ხოლო მარცხნივ მოხვევა აკრძალულია. მოცემული საგზაო ნიშნებიდან გზის ვიწრო მონაკვეთზე საპირისპირო მოძრაობისას უპირატესობას აწესებს საგზაო ნიშანი 2.7 "უპირატესობა საპირისპირო მოძრაობასთან" აღნიშნული C ასოთი.