საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 3.22 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.22 "სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია" სატვირთო ავტომობილს, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება, ეკრძალება ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრება, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა. მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონაზე ნაკლებია და მას უფლება აქვს გაუსწროს ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მოძრაობს 30კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით.