![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" მე-5 პუნქტის 5.10.2 პუნქტის თანახმად საინფორმაციო მაჩვენებელი ნიშანი 5.10.2 "სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ ზოლიან გზაზე გასვლა" გვაძლევს ინფორმაციას, რომ გადამკვეთ გზაზე ორგანიზებულია ცალმხრივი მოძრაობა მარცხნიდან მარჯვნივ, ხოლო მისი განაპირა მარცხენა ზოლი განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის მარჯვნიდან მარცხნივ და იმავე კანონის მე-5 თავის, 37-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად გზაზე, სადაც 5.9, 5.10.1-5.10.3 ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპირტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილიდან გამოყოფილია მონიშვნის წყვეტილი ხაზით, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლზე ისეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისა და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის დროს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან, თუ ეს არდააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპირტო საშუალებების მოძრაობას. ე. ი. "E" და "C" ტრაექტორიით მოძრაობის გაგრძელება ნებადართული არარის. იმავე თავის 27-ე მუხლის, მე-7 პუნქტის თანახმად, მოხვევა სრულდება ისე, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება არაღმოჩნდეს საპირისპირო მოძრაობის მხარეს, მარჯვნივ მოხვევისას სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან.მოცემულ სიტუაციაში მძღოლს შეუძლია გააგრძელოს მოხვევა, მხოლოდ "A" და პირდაპირმოძრაობა "D" მიმართულებებით.