![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად საგზაო ნიშნები: -3.28 "დგომა აკრძალულია" დამატებითი ინფორმაციის დაფით 7.5.6 "მოქმედების დრო" იძლევა ინფორმაციას, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება სამუშაო დღეებში 8:00 სათიდან 17:30საათამდე. -3.28 "დგომა აკრძალულია" დამატებითი ინფორმაციის დაფით 7.5.2 "სამუშაო დღეები", რომელიც იძლევა ინფორმაციას, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება სამუშაო დღეებში. -3.28 "დგომა აკრძალულია" დამატებითი ინფორმაციის დაფით 7.5.5 "მოქმედების დრო" იძლევა ინფორმაციას, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება შაბათს, კვირას და სადღესასწაულო დღეებში 8:00 სათიდან 17:30 საათამდე. -3.30 "დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში" დამატებითი ინფორმაციის დაფით 7.5.2 "სამუშაო დღეები", რომელიც იძლევა ინფორმაციას, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება თვის ლუწი რიცხვების სამუშაო დღეებში. მოცემული საგზაო ნიშნებიდან დგომის უფლებას სამუშაო დღეებში იძლევა C ასოთი აღნიშნული საგზაო ნიშანი 3.28 "დგომა აკრძალულია" დამატებითი ინფორმაციის დაფით 7.5.5 "მოქმედების დრო".