![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 22-ე მუხლის, პირველი და მეორე პუნქტების თანახმად: 1.ოპერატიული, ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი ფერის შუქურა და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე (მარეგულირებლის სიგნალის გარდა) და 27-37-ე მუხლების მოთხოვნებს. ლურჯი ფერის შუქურასთან ერთად შეიძლება ჩაირთოს წითელი ფერის შუქურაც, საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი რთავს ლურჯი ფერის შუქურას და სპეციალურხმოვან სიგნალს. პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ. ასეთივე უფლებით სარგებლობს იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც მიაცილებენ ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებები. 2. მძღოლი გზას უთმობს ლურჯი ფერის შუქურით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, აგრეთვე გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელზედაც ჩართულია ახლო განათების ფარები მათი შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად. მოცემულ სიტუაციაში ავტობუსის მძღოლი მოძრაობას იწყებს გაჩერებიდან, გამოდის განაპირა მარჯვენა ზოლში რითაც ხელს არუშლის ორგანიზებული კოლონის მოძრაობას, ამოტომ მას შეუძლია დაიწყოს მოძრაობა ორგანიზებული კოლონის ჩავლამდე.