საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "დ" ქვეპუნქტის თანახმად გაჩერება აკრძალულია ქვეითთა გადასასვლელზე და მის წინ 5 მეტრზე ახლოს, ხოლო იმავე მუხლის 26-ე მუხლის, "ბ" პუნქტის თანახმად, საავარიო შუქური სიგნალიზაცია ირთვება იძულებითი გაჩერების დროს იმ ადგილას, სადაც აკრძალულია გაჩერება. მოცემულ სიტუაციაში ავარიული გაჩერების ნიშნის გამოდგმა საჭირო არარის. ამიტომ მოტოციკლის მძღოლის მოქმედება არშეესაბამება საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.