საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" განმარტების თანახმად: "გამაფრთხილებელი ნიშნები" 1.1, 1.2, 1.5-1.30 სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დასახლებული პუნქტის გარეთ 150-300 მეტრზე, დასახლებულ პუნქტში კი 50-100 მეტრ მანძილზე. მოცემულ სიტუაციაში დგას საგზაო ნიშანი 1.6 "თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთა", რომელიც მძღოლს აწვდის ინფორმაციას, რომ 150-300 მეტრის შემდეგ იქნება გზაჯვარედინი თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთით.