საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 3.27 პუნქტი თანახმად საგზაო ნიშანი 3.27 "გაჩერება აკრძალულია” კრძალავს სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას და დგომას. ამავე პუნქტის განმარტების თანახმად 3.27 ნიშნის მოქმედება არვრცელდება მხოლოდ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. მოცემულ სიტუაციაში ავტომობილი, რომელსაც მარცხენა კუთხეში მოთავსებული აქვს საცნობი ნიშანი "ინვალიდი” არღვევს გაჩერების წესს.