საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-2 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად შუქნიშნის მწვანე სიგნალი - რთავს მოძრაობის ნებას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად შუქნიშნის ძირითად მწვანე სიგნალზე აღბეჭდილი შავი კონტურული ისარი (ისრები) მძღოლებს აწვდის ინფორმაციას შუქნიშნის დამატებითი სექციის არსებობის შესახებ, რომელიც მიუთითებს ძირითადი სიგნალისაგან გავსხვავებული მოძრაობის სხვა ნებადართულ მიმართულებებს. დამატებითი სექციის სიგნალი გამორთულია – აკრძალულია მოძრაობა ამ სექციით რეგულირებადი მიმართულებებით. მოცემულ სიტუაციაში მოძრაობა შეგიძლიათ გააგრძელოთ პირდაპირდა მარჯვნივ.