საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად მოძრაობის დაწყების, ზოლიდან ზოლში გადასვლის, მოხვევის(მობრუნების) და გაჩერების წინ, მძღოლი ვალდებულია ჩართოს სიგნალების შესაბამისი მიმართულების შუქური მოხვევის მაჩვენებლები, ხოლო თუ ისინი არარის ან გამოსულია მწყობრიდან, ანიშნოს ხელით. ამასთან, მანევრი უნდა იყოს უსაფრთხო, რათა მოძრაობის სხვა მონაწილეებს არშეუქმნათ დაბრკოლება. მარცხნივ მოხვევის (მობრუნების) სიგნალს შეესაბამება გვერდზე გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მოცემულ სიტუაციაში მოტოციკლისტის მიერგვერდზე გაშვერილი მარცხენა ხელი იძლევა ინფორმაციას მოძრაობის გაგრძელების შესახებ მარცხნივ ან უკუმიმართულებით.