საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტის თანახმად არარეგულირებულ გზაჯვარედინიზე თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ტრამვაის მძღოლები. ასეთ გზაჯვარედინზე ტრამვაის უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა. მოცემულ სიტუაციაში თქვენ შედიხართ არარეგულირებულ გზაჯვარედინიზე თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთით სადაც ვალდებული ხართ გაატაროთ მსუბუქი ავტომობილი და შემდეგ გააგრძელოთ მოძრაობა.