საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 3.7 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.7 "მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია” კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილისა და ტრაქტორის მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას.