საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად მწვანე, ყვითელი და წითელი ფერის ისრიანი (ისრებიანი) შუქნუშნის სიგნალებს იგივე მნიშვნელობა აქვთ, რაც შესაბამისი ფერის მრგვალ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით მითითებული მიმართულებით (მიმართულებებით), ამსთან, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით არარის აკრძალული. მოცემულ სიტუაციაში შუქნუშნის ძირითად მწვანე სიგნალზე გამოსახული ისრები პირდაპირდა მარცხნივ მოძრაობის ნებას რთავს, ამიტომ შეგიძლიათ გააგრძელოთ მოძრაობა პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით.