საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-10 პუნქტის "ბა" და "ბდ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ მარეგულირებელის მარჯვენა ხელი წინ არის გაშვერილი: ბ.ა) მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს მარცხნივ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს - ყველა მიმართულებით; ბ.დ) ქვეითს უფლება აქვს გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგულირებლის ზურგს უკან. ამავე თავის 32-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევისას მძღოლი ვალდებულია გზა დუთმოს ქვეითს, რომელიც გზის იმ სავალ ნაწილზე გადადის, სადაც ის უხვევს, აგრეთვე ველოსიპედისტს, რომელიც კვეთს ამ სავალ ნაწილს საველოსიპედო ბილიკიდან. მოცემულ სიტუაციაში უნდა გააგრძელოთ მოძრაობა, დაუთმოთ გზა ქვეითებს და მოუხვიოთ მარჯვნივ.