საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 3.4 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.4 "სატვირთო ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია”- კრძალავს სატვირთო ავტომობილებისა და სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობების, აგრეთვე ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის მოძრაობას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება, თუ ნიშანზე მასა არარის მითითებული, ან აქვთ ნებადართული მაქსიმალური მასა, რომელიც აღემატება ნიშანზე მითითებულს. ნიშანი 3.4 არკრძალავს იმ სატვირთო ავტომობილის მოძრაობას, რომელსაც ბორტებზე აქვთ დახრილი თეთრი ზოლები ან მგზავრთა გადასაყვანად არის განკუთვნილი. მოცემული საგზაო ნიშანი 3.4 "სატვირთო ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია” უკრძალავს მოძრაობას სატვირთო ავტომობილებს, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3,5 ტონას.