საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ე" ქვეპუნქტის თანახმად რეგულირებულ გზაჯვარედინზე შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ამთავრებს გზაჯვარედინზე გადასვლას და ქვეითს, რომელმაც ვერდაამთავრა სავალ ნაწილზე გადასვლა მოცემული მიმართულებით. მოცემულ სიტუაციაში შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის შემდგომ უნდა დაუთმოთ გზა სატვირთო ავტომობილს, რომელიც ამთავრებს მოხვევას.