საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-10 პუნქტის "ბა" და "ბბ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ მარეგულირებელის მარჯვენა ხელი წინ არის გაშვერილი: ბ.ა) მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს მარცხნივ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს - ყველა მიმართულებით; ბ.ბ) მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. მოცემულ სიტუაციაში უფლება გაქვთ მოძრაობა გააგრძელოთ ყველა მიმართულებით, მაგრამ მობრუნებისას უნდა გაატაროთ მსუბუქი ავტომობილი და მობრუნდეთ.