საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად. ამავე კანონის საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 2.4 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანის 2.4 "დაუთმე გზა" არსებობისას მძღოლი გზას უთმობს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, ხოლო 7.13 დაფის არსებობისას - მთავარგზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. მოცემულ სიტუაციაში, საგზაო ნიშანი 7.13 "მთავარი გზის მიმართულება" მიგვითითებს, რომ ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი მოძრაობენ მთავარგზაზე და თქვენ გზაჯვერედინზე შედიხართ მეორეხარისხოვანი გზიდან. გზა უნდა დაუთმოთ ორივე სატრანსპორტო საშუალებას.