საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის 'საგზაო ნიშნები" თანახმად მოცემული საგზაო ნიშნები: - 3.7 "მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია” კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილისა და ტრაქტორის მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას. - 3.4 "სატვირთო ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია”- კრძალავს სატვირთო ავტომობილებისა და სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობების, აგრეთვე ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის მოძრაობას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება, თუ ნიშანზე მასა არარის მითითებული, ან აქვთ ნებადართული მაქსიმალური მასა, რომელიც აღემატება ნიშანზე მითითებულს. - 3.3 "მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია” კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას.