საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად, საგზაო ნიშნები: - 3.14 "სიგანის შეზღუდვა” კრძალავს სატრანსპორტო საშუალების მოძრაიბას, რომლის გაბარიტული სიგანე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. – 3.15 "სიგრძის შეზღუდვა” კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობების მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგრძე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. – 3.13 "სიმაღლის შეზღუდვა” კრძალავს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიმაღლე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, რომლის სიმაღლე გზის ზედაპირიდან (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს კრძალავს საგზაო ნიშანი 3.13 "სიმაღლის შეზღუდვა”.