საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად მწვანე, ყვითელი და წითელი ფერის ისრიან შუქნიშნის სიგნალებს იგივე მნიშვნელობა აქვთ, რაც შესაბამისი ფერის მრგვალ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით მითითებული მიმართულებით. მოცემული შუქნიშნების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ ზოლზე, რომლის ზემოთაც არიან განლაგებული. პირდაპირმოძრაობის გაგრძელებას უფლება ეძლევა მხოლოდ სატვირთო ავტომობილს.