საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-13 პუნქტის, "ვ" ქვეპუნქტის თანახმად მობრუნება აკრძალულია იმ ადგილას სადაც გასაჩერებელი პუნქტია. მოცემული სიტუაციაში საგზაო ნიშანი 5.12 "ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის გაჩერების ადგილი” და საგზაო მონიშვნა 1.17, რომელიც აღნიშნავს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას და ტაქსის სადგომს, გვაწვდის ინფორმაციას, რომ ვიმყოფებით ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის გაჩერების ადგილზე, სადაც აკრძალული მობრუნება.